“რაღაცნაირად ცოტა გულგატეხილი კი ვარ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დოკუმენტი შეიქმნა”

ავტორი
Front News საქართველო
"გირჩის“ წევრის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა კრისტიან დანიელსონის დოკუმენტი სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს.
„შეთანხმება ვერ მოხდა, მაგრამ დოკუმენტი, რომელიც ახლა ხელში მიჭირავს, ჩემი აზრით, იმსახურებს ძალიან სერიოზულ ყურადღებას, ყურადღებას, რომელიც იდეაში ალბათ, ხვალიდან გახდება თქვენი განსჯის საგანი. ჩემი აზრით, ცოტა მეტი დაძაბულობა, ცოტა მეტი მუშაობა და ეს დოკუმენტი შეიძლებოდა გამხდარიყო ძალიან კარგი რესტარტის საშუალება, იმის საშუალება, რასაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვიძახდით. ანუ, ძალიან უცნაურია, რომ ასე დამთავრდა ეს მდგომარეობა, მაგრამ ვფიქრობ, რომ უკვე ჩვენი შიდა საქმეა, რომ თითოეულ ამ პუნქტზე, რა არის სწორი და რა არასწორი, ხვალიდან ვილაპარაკოთ“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
ამასთან, ვახტანგ მეგრელიშვილმა ისაუბრა დოკუმენტში არსებულ იმ საკითხებზე, რომელიც მისთვის მისაღები იყო.
„ჩემი აზრით, დოკუმენტში ძალიან მაგარი რაღაც ეწერა ის, რომ ასე ვთქვათ, მელიას პრობლემა გვარდებოდა ამნისტიით 20 ივნისის და მთელი იმ მოვლენების, რაც 20 ივნისის განმავლობაში განვითარდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ის წინადადება, რომელიც თვითონ შეხვედრის დროს დააყენა სალომე სამადაშვილმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, რაც გულისხმობდა, რომ იგივე მექანიზმები ყოფილიყო გამოყენებული რურუას ქეისისთვისაც. ჩემი აზრით, ეს შესაძლებელია ტექნიკურად და დღესაც შესაძლებელია ფიქრი ამის გაგრძელებაზე.
ერთადერთი საკითხი, რომელიც რჩებოდა, ვადამდელი არჩევნების საკითხია. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მხარეებმა კომპრომისი ვერ დაინახეს. სხვათაშორის, ხელისუფლება ერთმნიშვნელოვნად ამბობდა, რომ რაც არ უნდა იყოს, მე ამ დოკუმენტს ხელს ვაწერო, შეიძლება, მცირე შენიშვნები მაქვსო, მაგრამ მე ამ დოკუმენტს ხელს ვაწერო“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ოპოზიციამ დოკუმენტზე ხელმოწერისგან თავი შეიკავა, რადგან რურუას საქმე არ იყო ნათლად აღწერილი.
„ოპოზიციამ თავი შეიკავა იმის გამო, რომ რურუას ქეისი არ იყო ნათლად აღწერილი, თუმცა მედიატორმა სიტყვიერად თქვა, ახსნა, თუ როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემის მოგვარება, რაზეც ოპოზიცია არ დათანხმდა.
ერთ-ერთი პრობლემა, რომელზეც შეთანხმება ვერ მოხერხდა, იყო ტექნიკური გადაწყვეტა რურუას ქეისის, ანუ, იმას, რომ სინამდვილეში ეს პრობლემაა, ყველა აღიარებს. ჩემი აზრით, ძალიან პატარა პრანჭიაობაა დარჩენილი იმისთვის და იყო დარჩენილი იმისთვის… არ ვიცი, შეიძლება, რამე უფრო მეტი მცდელობა იყო საჭირო, მაგრამ შორს არ ვიყავით, მე ასეთი განცდით გამოვედი და ამ თვალსაზრისით რაღაცნაირად ცოტა გულგატეხილი კი ვარ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დოკუმენტი შეიქმნა“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
რაც შეეხება "გირჩის" პარლამენტში შესვლას, მეგრელიშვილმა აღნიშნა, რომ მათთვის არაფერი შეცვლილა.
"ჩვენთვის არაფერი შეცვლილა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ დღეს შემდგარიყო შეთანხმება დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ჩვენ აქ თემა არ ვიყავით, სამწუხაროდ, დაპირისპირებული მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხდა“, – აღნიშნა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


