რამაზ გერლიანი – ჩემი ნებით წავედი სიკვდილთან შესახვედრად, თუმცა პოლიციამ მომისწრო

ავტორი
Front News საქართველო
ეკონომისტი რამაზ გერლიანი გამოჩნდა. ის გვიან ღამით სამართალდამცველებმა გლდანი-ნაძალდევის პოლიციის სამმართველოს მე-8 დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გერლიანმა საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ აღნიშნა, რომ ის სიკვდილთან შესახვედრად წავიდა, თუმცა პოლიციამ მიუსწრო.
“მივეცი უკვე განმარტება და მანამდეც დავწერე. პოლიციელ გიორგი გოგნიაშვილის მხრიდან ჩემს მიმართ ჩადენილი უღირსი და პატივაყრის ქმედების გამო მივედი ამ გადაწყვეტილებამდე. მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ჩემ პირად საკუთრებაში მომიწყო ცრუ მოტივით დაკითხვა და ასე შემდეგ. ჩემი ნებით წავედი სიკვდილთან შესახვედრად, თუმცა პოლიციამ მომისწრო“, – განაცხადა გერლიანმა.
რამაზ გერლიანი 19 დეკემბერს გაუჩინარდა.
თაგები:
რამაზ გერლიანი




