რამაზ გერლიანის და – პირდაპირ ხელს ვადებ იას ამ დანაშაულში, ის ცრუობს

ავტორი
Front News საქართველო
დაკარგული ეკონომისტის რამაზ გერლიანის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გერლიანის ყოფილმა მეუღლემ პოლიციას ცრუ ჩვენება მისცა.
გერლიანის დის განცხადებით, მისი ყოფილი რძალი იცნობდა იმ პოლიციელს, რომელსაც რამაზ გერლიანი ტერორში ადანაშაულებდა.
მისივე თქმით, ყოფილი რძალი პოლიციელ გოგნიაშვილს ხელს აფარებს.
“რადგან იამ, ჩემმა ყოფილმა რძალმა ცრუ ინფორმაცია მისცა და არ აღიარა და თქვა, რომ საერთოდ არ იცნობდა ამ ადამიანს, მე დარწმუნებული ვარ, პირდაპირ ხელს ვადებ იას ამ დანაშაულში, ის ცრუობს და ცრუ ჩვენებით აპირებს სხვა მიმართულებით წაიყვანოს ეს საქმე”, – აცხადებს ნანა გერლიანი.
ცნობილი ხდება, რომ დაკარგულ ეკონომისტს ყოფილ მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობა და კონფლიქტი ჰქონდა.
რამაზ გერლიანს ოჯახი 19 დეკემბრის შემდგ ეძებს.
თაგები:
რამაზ გერლიანი




