Logo

რამაზ გერლიანის გაუჩინარებასთან დაკავშირებით გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო

სამართალი
879
Frontnews image description

ავჭალის პოლიციაში, სადაც  გაუჩინარებული ეკონომისტის რამაზ გერლიანის კვალი წყდება, ოჯახის წევრები და თანამშრომლები იკითხებიან.  გამოძიება 143-ე –  თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო. 

აღსანიშნავია,  რომ  გერლიანმა გაუჩინარებამდე დაწერა ფეისბუქპოსტი, სადაც  პოლიციელი გიორგი გოგნიაშვილის მხრიდან მის მიმართ  განხორციელებულ უკანონო ქმედებაზეა საუბარი. აღნიშნულ ფაქტზე მან რამდენიმე ხნის წინ ავჭალის პოლიციასაც მიმართა.

 

ცოტა ხნის წინ გელიანის აღნიშნული პოსტი წაიშალა. 

 

მის ავტომანქანაში, რომელიც  პოლიციასთან ოპოვეს, აღმოჩნდა ასევე  წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ მის მიმართ  უკანონო მოსმენა და თვალთავალი ხორციელდება.

Advertisement