Logo

რამაზ ყურაშვილი – “ვოსორიტიდი” ერთის მხრივ ძალიან კარგია, რადგან ზრდას უწყობს ხელს, მაგრამ გართულების 11 სხვადასხვა სიმპტომი აქვს

საზოგადოება
1509
Frontnews image description

ეს პრეპარატი ერთის მხრივ, ძალიან კარგია, რადგან ზრდას უწყობს ხელს და მექანიზმებს არეგულირებს, მაგრამ გართულების 11 სხვადასხვა სიმპტომი აქვს, – ამის შესახებ ენდოკრინოლოგმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, “ევროპის უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტის ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა რამაზ ყურაშვილმა აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ “ვოსორიტიდზე” საუბრისას განაცხადა.

 

“მაგალითად წნევის დაცემა. მოქმედებს ადამიანის 3 მაგისტრალურ, განვითარებულ სისტემაზე, რომელიც ჯანსაღ ცხოვრებას არეგულირებს – ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, გულისა და თირკმლის ფუნქციებზე. წარმოგიდგენიათ, რომელიმე ერთი წუთით რომ გამოითიშოს? შეიძლება ვინმეს ინექციის დოზა შეეშალოს, რის გამოც პაციენტს წნევა დაუვარდება. 

 

პაციენტების ასაკი ერთ კვლევაში არის 5-დან 15 წლამდე, მეორე კვლევაში – 5-დან 18 წლამდე. დიაგნოზი ძალიან ადვილად ისმევა. ჩამორჩენაა ზრდაში. საქართველოში შეიძლება რამდენიმე ათეულია ასეთი პაციენტი, მაგრამ მკურნალობას რომლებიც ექვემდებარებიან, ესენი არიან 15 თუ 20“, – განაცხადა რამაზ ყურაშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები