Logo

რამაზ საყვარელიძე – სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში არის საფრთხე, რომ ეს გახდება ხელსაყრელი პირობა რევოლუციის მოხდენის

ინტერვიუ
03.11.2021 / 19:13
Frontnews image description

ვიდრე არ ამოიწურება რევოლუციის თემა, იმ დრომდე გართულდება მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, ან სასამართლოს წინაშე წარდგენა – ამის შესახებ  პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ Front News-ს განუცხადა. 

 

– 34 დღეა, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, რას იტყვით ამ ფაქტთან დაკავშირებით?

 

– პოლიტიკამ იცის ამგვარი პროტესტების ბევრი შემთხვევა. გავრცელებული მაგალითია ირლანდიელების შიმშილობა, რომელსაც 10 ადამიანი შეეწირა. რკინის ლედიმ არ დაუშვა მათი  მოთხოვნების შესრულება, მიუხდავად იმისა, რომ მათ არ ქონდათ გათავისუფლების მოთხოვნა, განსხვავებით სააკაშვილისაგან,   როგორც ჩანს, მისი შიმშილობის მოთხოვნა გათავისუფლებაა. 

 

– ის აპროტესტებს მის წინააღმდეგ არსებულ ბრალს და საქმეებს. 

 

– მეეჭვება ამას გაუწიონ ანგარიში, იმავე მიზეზით რატომაც ტეტჩერმა თავის დროზე ანგარიში არ გაუწია ირლანდიელების შიმშილობას. ერთხელ რომ დაუშვა, მერე ეს მეთოდად გადაიქვევა. ჩვენს შემთხვევაში,  ერთხელ რომ დაუშვა, რომ სააკაშვილი აპროტესტებს განაჩენს, ყველა ციხეში მოხვედრილი, შიმშილობას დაიწყებს. ერთადერთი პასუხი იქნება, რომ ის პრეზიდენტია და გავუწიეთ ანგარიში, თქვენ … უკვე წავა დისკრიმინაცილი პოლიტიკა, რაც აგრეთვე დაუშვებელია.

 

– თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ მოვლენების განვითარება?

 

– იშიმშილებს, ან სამედიცინო პერსონალი შეუნარჩუნებს სიცოცხლეს, დღეს არ არის შიმშილობით სიკვდილის ფაქტები. თუ  ხელისუფლება ცდილობს,  რომ ადამიანი არ მოკვდეს, შეუძლებელი არ არის, რომ აღკვეთოს. ორგანიზმის კვების უამრავი სხვა გზაც არსებობს, ამის გამოცაა, საკაშვილიც იძახის, რომ დახმარებას არ იღებს.

 

– თქვენ შედარება გააკეთებთ ირლანდილებთან, რომლებიც  დაიღუპნენ, ამ შედარებით თქვენ დასაშვებად მიიჩნევთ იგივე ფინალს, ეს შედარება ამას ემსახურებოდა?

 

– არა, ემსახურებოდა იმას, რომ ხელისუფლება ადვილად არ მიდის დათმობაზე ამ დროს. 

 

– საუბარია იმაზე, რომ მოხდეს მისი გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, როდესაც ის ექიმების ხელში იქნება, სავარაუდოდ, რომ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ აღარ იქნება, ამ მოთხოვნასაც არ ეთანხმება ხელისუფლება, ამას რა ახსნა აქვს?

 

– სამოქალაქო კლინიკაში მისი გადაყვანის შემთხვევაში არის საფრთხე, რომ ეს გახდება ხელსაყრელი პირობა რევოლუციის მოხდენის. სანამ არ ამოიწურება ეს თემა, იმ დრომდე, ალბათ, გართულდება ამ საკითხის გადაწყვეტა. ვთქვათ, გადაიყვანეს სააკაშვილი ჩვეულებრივ კლინიკაში და იქ მოხდა კონფლიქტი, მერე ვინ არის პასუხისმგებელი?!

 

– ამ ლოგიკით, ციხის სავადმყოფოში გადაყვანის შემთხვევაშიც შეიძლება მოხდეს კონფლიქტი. თუ მოხდება პატიმრების ბუნქტი, ამ შემთხვევაში ვინ იქნება პასუხისმგებელი?

 

– პატიმრების მხრიდან დაპირისპირება რომც მოხდეს, იქ კონტროლირებადი იქნება სიტუაცია, სამოქალაქო კლინიკაში ვერ მოხდება კონტროლირება. 

 

– ანუ, თქვენ ფიქრობთ,  რომ საფრთხე რევოლუციური სცენარის რეალურია?

 

– დახედეთ საკაშვილის განცხადებებს.

 

– რით ახსნით იმ ფაქტს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 34 დღეა დაკავებული სააკაშვილი, მას ახალი ბრალიც დაუმატეს, მაგრამ არ ხდება მისი სასამართლოს წინაშე წარდგენა? ამის მიზეზიც რევოლუციის შიში ხომ არა?

 

– არ არის გამორიცხული, რა თქმა უნდა. სააკაშვილის სასამართლო პროცესი, მით უფრო,  რომ სააკაშვილი ითხოვს ამ პროცესზე ცოცხლად დასწრებას და არა დისტანციურად, რა თქმა უნდა, შეიცავს საფრთხეს,  რომ სასამართლო პროცესები გადაიზარდოს აგრეთვე ძნელად სამართავ სტიქიურ პროცესებში. 

 

– ანუ, ამ ლოგიკით, სააკაშვილი ციხეში მართლაც არის “თავის ტკივილი ხელისუფლებისათვის”, როგორც ამბობენ ხოლმე. რა გამოსავალი შეიძლება არსებობდეს ამ მდგომარეობიდან, ხომ არ იქნება ეს  მისი უკრაინისათვის გადაცემა?

 

– ეს იქნება გამოსავალი, თუმცა მეეჭვება, რომ პროცესები მაგ მიმართულებით წავიდეს. 

 

– ქვეყანაში არის ადამიანთა მღელვარება, აქედან გამოსავალი რა არის?

 

– ჯერ გასარკვევია, რადენად რეალურია რევოლუციური სცენარი, თუ რეცოლუციას ვინმე აპირებს, მაშინ ეგაა გასარკვევი, ვინ აპირებს და ხელისუფლებამ უნდა მოუაროს მაგ ნაწილს  –  დესტაბილიზაციის ნაწილს, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში უვლიან – ინიციატორებისა და  წამყვანი ფიგურების დაკავებით. თუ დესტაბილიზაციის საფრთხე იარსებებს, ეს მნიშვნელოვანი სირთულე იქნება თვითონ სააკაშვილისათვის. 

 

– რას იტყვით ხელისუფლების წარმომადგენლების იმ განცხადებების შესახებ, რაც აჩენს საფუძველს იმის მტკიცებისათვის, რომ სააკაშვილი მართლაც პოლიტიკური პატიმარია? გავიხსენოთ თუნდაც  პრემიერის განცხადება, რომ თუ ჭკვიანად არ იქნება, მას კიდევ დაუმატებენ ბრალს და სხვა მსგავსი განცხადებები… 

 

– ვერ ვიტყოდი, რომ ღარიბაშვილი ისეთი ორატორია, რომ უშეცდომოდ ლაპარაკობს. მაგ ტიპის ფრაზა წესით არ უნდა თქვას პოლიტიკოსმა, ამიტომაცაა რომ მერე დასჭირდა ახსნა-განმარტებები. ახსნა-განმარტება რომ გჭირდება,  ესე იგი, არასწორად ლაპარაკობ. რაც შეეხება იმას პოლიტიკური პატიმარი არის თუ არა სააკაშვილი, გავიხსენოთ არის სააკაშვილით უკმაყოფილო საზოგადოების რაიმე ნაწილი? რატომ არის ეს ნაწილი უკმაყოფილო, პოლიტიკით? 

 

– გასაგებია, რასაც ამბობთ, მის წინააღმდეგ არის ბრალდებები და გამოტანილი განაჩენი, მაგრამ მას არ უნდა მიეცეს სასამართლოს უფლება და პირდაპირ უნდა გამოცხადდეს დამნაშავედ?

 

– აუცილებელია, რომ საამართლო პროცესი გაიმართოს და მას მიეცეს თავის მართლების საშუალება, უბრალოდ, იქამდე გასარკვევია, ხომ არ იქნება ეს გინდ საავადმყოფოსთან და გინდ სასამართლოსთან,  გამოყენებული დესტაბილიზაცისათვის. 

 

ირინა მაკარიძე

Front News

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები