Logo

რამდენი ბირთვული იარაღი აქვს რუსეთს და ვინ გასცემს გამოყენების ბრძანებას

უკრაინა
13.03.2024 / 17:21
Frontnews image description

რუსეთის ფედერაციას აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი ბირთვული ქობინების მარაგი, მათი რაოდენობა დაახლოებით 5580 ერთეულია, – ამის შესახებ Reuters წერს.

 

5580 ბირთვულ ქობინებს შორის: 1200 ამოღებული ექსპლუატაციიდან, მაგრამ ძირითადად ხელუხლებელია; 4380 შენარჩუნებულია შორი მანძილის სტრატეგიული რაკეტების და მოკლე დისტანციის ტაქტიკური ბირთვული რაკეტების გამოსაყენებლად.

 

2020 წლამდე რუსეთის ბირთვული დოქტრინის მიხედვით  ტერორისტულ ქვეყანას შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი:

 

ბირთვული იარაღის ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღის გამოყენებით ქვეყანაზე თავდასხმის საპასუხოდ;

 

რუსეთის წინააღმდეგ ჩვეულებრივი იარაღის გამოყენების შემთხვევაში, “როდესაც სახელმწიფოს არსებობა საფრთხის ქვეშ დადგება”.

 

“მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბირთვული განცხადებები და მუქარის რიტორიკა დიდ შეშფოთებას იწვევს, რუსეთის ბირთვული არსენალი და ოპერაციები ცოტათი შეცვლილა ჩვენი 2023 წლის შეფასებების შემდეგ, მიმდინარე მოდერნიზაციის გარდა“, – განაცხადა ამერიკელ მეცნიერთა ფედერაციამ (FAS).

 

მისივე ინფორმაციით, მომავალში შესაძლოა, გაიზარდოს რუსული სტრატეგიული ძალებისთვის განკუთვნილი ქობინების რაოდენობა იმის გამო, რომ ერთი ქობინიანი რაკეტები ჩანაცვლდება მრავალჯერადი ქობინით აღჭურვილი რაკეტებით.

 

რამდენიმე ხნის წინ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი განიხილავს ბირთვული იარაღის გამოცდას, თუ შეერთებული შტატები მსგავს გამოცდებს ჩაატარებს.

 

1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ გამოცადა ბირთვული იარაღი:

 

აშშ – 1992 წელს;

 

ჩინეთი და საფრანგეთი – 1996 წელს;

 

ინდოეთი და პაკისტანი – 1998 წელს;

 

ჩრდილოეთ კორეა – 2017 წ.

 

ყოვლისმომცველი ბირთვული გამოცდის აკრძალვის ხელშეკრულებას ხელი რუსეთმა 1996 წელს მოაწერა და რატიფიცირებული იქნა 2000 წელს, გასულ წელს კი პუტინმა ბირთვული იარაღის გამოცდის ამკრძალავი შეთანხმების დატოვებას მოაწერა ხელი.

 

ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელი 187 სახელმწიფოს აქვს მოწერილი, მათგან 178 რატიფიცირებულია. შეერთებულმა შტატებმა დოკუმენტს ხელი 1996 წელს მოაწერა, მაგრამ მისი რატიფიცირება ამ დრომდე არ მოუხდენია.

 

საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინია. ე.წ. “ბირთვული ჩემოდანი” ყოველთვის მასთანაა. ასევე მიიჩნევა, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს ასეთივე “ჩემოდნები” აქვთ.

 

“არსებითად, ჩემოდანი არის კომუნიკაციის საშუალება, რომელიც აკავშირებს პრეზიდენტს უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობასთან, შემდეგ კი სარაკეტო ძალებთან საიდუმლო ელექტრონული სამეთვალყურეო ქსელის მეშვეობით”, – წერს გამოცემა.

 

ერთ-ერთი რუსული ტელეარხის კადრების მიხედვით, “ჩემოდანს” ბევრი ღილაკი აქვს. განყოფილებაში სახელწოდებით “ბრძანება” არის ორი ღილაკი: “გაშვება” და “გაუქმება”. ჩემოდანი აქტიურდება სპეციალური ფლეშ ბარათით.

 

რამდენიმე ხნის წინ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არ გამორიცხა, რომ ნატოს შეეძლო ჯარების გაგზავნა უკრაინის დასახმარებლად. მისი თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ ამ საკითხზე კონსენსუსი ამჟამად არ არსებობს.

 

ამ იდეის წინააღმდეგი იყო ნატოს რამდენიმე ქვეყანა, კერძოდ გერმანია, ჩეხეთი, ბულგარეთი, პოლონეთი, ესპანეთი და იტალია. ამასთან, არის ქვეყნები, რომლებიც მზად არიან განიხილონ ასეთი შესაძლებლობა, მაგალითად, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი.

 

პუტინის თქმით, რუსეთი ტექნიკურად მზად არის ბირთვული ომისთვის და თუ აშშ ჯარებს გაგზავნის უკრაინაში, ეს ომის მნიშვნელოვან ესკალაციად განიხილება.

 

2023 წლის მაისის მდგომარეობით, “ლევადა ცენტრის” კვლევის თანახმად, რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით 30% ელოდება დიქტატორის მიერ უკრაინაზე ბირთვული დარტყმის განხორციელებას.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები