რამდენიმე აქტივისტის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს


ავტორი
Front News საქართველო
რამდენიმე აქტივისტის საცხოვრებელ სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს.
ამ დროისთვის პოლიცია შესულია ჯგუფ “დაიტოვეს” დამფუძნებლების ნენსი ვოლანდის და ილია ღლონტის, ასევე ისაკო დევიძის სახლებში.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ისაკო დევიძე დააკავეს.
ჯერჯერობით უცნობია რას უკავშირდება ჩხრეკა.
გუშინ პოლიციამ რამდენიმე აქტივისტის სახლში ჩხრეკა უკვე ჩაატარა, ასევე, რამდენიმე ადამიანი გამოკითხვაზე დაიბარეს.
ასევე, მეგობრების ინფორმაციით, საპროტესტო აქციების მონაწილე მარკ დავითიანი დააკავეს.
თაგები:
ჩხრეკა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს