
ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას, რამდენიმე დღეში მიიღებენ.
მისივე განცხადებით, გადაწყვეტილება იქნება რაციონალური.
"იქნება ყველანაირი საუბარი. ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს გადასაწყვეტი, მათ შორის პარტიის შიგნით. ნიკა ასევე აპირებს შეხვდეს სხვა პარტიის წარმომადგენლებს. მე ვფიქრობ, რომ რამდენიმე დღეში ჩვენ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას, გააგრძელებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო საქმიანობას.
ჩემი პირადი პოზიციაა, რაც იციან ჩემმა მეგობრებმა და ნიკამაც, რომ საპარლამენტო საქმიანობის, როგორც იარაღად გამოყენება, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პარტიისთვის. ვნახოთ გადაწყვეტილება როგორი იქნება, შევჯერდებით. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ახლა ჩვენ, ნაც.მოძრაობაში მივიღოთ რაციონალური გადაწყვეტილება და ბიძინა ივანიშვილს არ ვაჩვენოთ რაიმე სახის რყევა ყველაზე დიდი ოპოზიციიური პარტიის რიგებში"-აცხადებს დეკანოიძე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს