რამდენიმე ქვეყანაში "გუგლის" სერვისები არ ფუნქციონირებს

ავტორი
Front News საქართველო
მომხმარებლების ინფორმაციით, რამდენიმე ქვეყანაში კომპანია "გუგლის“ სერვისები არ ფუნქციონირებს.
როგორც სოციალურ ქსელებში მომხმარებლები წერენ, პრობლემები შეექმნა „გუგლის“ საძიებო სისტემას, ასევე ვიდეოპორტალ „იუთუბს“, „გუგლის“ ღრუბლოვან სერვისებს და ასევე „გუგლის“ ელექტრონულ ფოსტას.
გავრცელებული ცნობით, „გუგლის“ სერვისები მიუწვდომელია საქართველოში, სომხეთში, თურქეთში, ბულგარეთში, საბერძნეთში, ხორვატიაში, სერბეთში, რუმინეთში, ნიდერლანდებსა და გერმანიაში.
თაგები:
გუგლი




