
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება“ გვაღარიბებს” – ამ გზავნილით საპროტესტო აქციები ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გაიმართა. სამტრედიაში, კასპსა და ოზურგეთში ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების აქცია ერთდროულად მოეწყო.
აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული შენობების წინ შეიკრიბნენ და “ქართული ოცნება” მოსახლეობის ძარცვასა და გაღარიბებაში დაადანაშაულეს.
“ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ხალხს სხვა გზა აღარ დაუტოვეს, გარდა იმისა, რომ ქუჩაში გამოვიდნენ და გააპროტესტონ ის გაუსაძლისის მდგომარეობა, რაც 2012 წლის შემდეგ საქართველოს დაატყდა თავს. გვახსოვს ყველას „ქართული ოცნების“ დაპირებები, რითაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ქვეყანა გააღარიბა”, – განაცხადა სამტრედიაში “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა მამუკა ბიბილეიშვილმა.
კასპში აქციის მონაწილეებს ხელისუფლების მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.
ადმინისტრაციულ შენობებთან მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
თაგები:
აქცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს