
ავტორი
Front News საქართველო
ბოლო ორი დღის განმავლობაში საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ რამდენიმე რეგიონში, ერთდროულად, პოლიტიკური ნიშნით შევიწროების კონკრეტული ფაქტები ხდება, – ამის შესახებ ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"საზოგადოებამ იხილა როგორ ხდება ღიად, საჯაროდ და შეიძლება ითქვას, სამაგალითოდ ამ ადამიანების შევიწროება, კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით შევიწროება და მათი სამსახურიდან გათავისუფლება. როგორ ხდება ეს ძველი, წინა ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი მეთოდებით. ძალიან სამწუხაროა და ჩვენი მოქალაქეებისთვის იმედის გამაცრუებელია, რომ მსგავსი მეთოდების გამოყენებით ხელისუფლება უფრო მეტად ემსგავსება მის წინამორბედს“, – განაცხადა ლილუაშვილმა
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს