“რამდენჯერაც არ უნდა მოგვმართონ, 150 დეპუტატის მანდატს დავტოვებთ მოქმედს”


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვიდრე მმართველი პარტია ჩათვლის, რომ საქართველოს დემოკრატიის ინტერესებშია ის, რომ 150 დეპუტატის მანდატი იყოს მოქმედი პარლამენტში, ეს ასეც დარჩება.
"რატომ არ გავაუქმეთ მანდატები? იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილებით "ქართულმა ოცნებამ", როგორც პასუხისმგებლიანმა გუნდმა დატოვა კარი ღია იმისათვის, რათა ოპოზიციამ გაიაზროს კიდევ ერთხელ საკუთარი პასუხისმგებლობა, ეს შეიძლება არ მოხდეს ორშაბათს, მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება გარკვეული პერიოდის შემდეგ.
რამდენჯერაც არ უნდა მოგვმართონ, სანამ ჩვენ ჩავთვლით, რომ საქართველოს, ჩვენი საზოგადოების და ჩვენი დემოკრატიის ინტერესებში არის ის, რომ 150 დეპუტატის მანდატი იყოს მოქმედი პარლამენტში, ჩვენ ამას დავტოვებთ მოქმედს," – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს