
ავტორი
Front News საქართველო
“ის, რასაც ვხედავთ საქართველოში, არის ძალიან ძლიერი პოლარიზაცია და ჩვენ ეს, ასევე, მოვიხსენიეთ რეზოლუციაში. ძალიან დიდია პოლარიზაცია, რაც არ არის ხელშემწყობი იმისთვის, რომ გადალახოთ არსებული დაბრკოლებები და მიაღწიოთ სანუკვარ შედეგს,” – განაცხადა ტელეკომპანია
“მთავარის” ეთერში ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შეფასების დროს.
როგორც მან აღნიშნა, მათ ახსენდებათ სლოვაკეთში მიმდინარე მოვლენები, როდესაც ოპოზიცია და მოსახლეობა გაერთიანდა და ერთობლივი ბრძოლა აწარმოეს ხელისუფლების წინააღმდეგ.
“ზოგჯერ, ოპოზიციამ უნდა ითამაშოს უფრო მნიშვნელოვანი როლი, ვიდრე სამთავრობო გუნდმა. თუ გახსოვთ, ბრაზაუსკასი იყო 1993 წელს ლიეტუვის პრეზიდენტი და ის აკეთებდა ყველაფერს რომ შეერთებოდა ევროპულ დღის წესრიგს. ჩვენი დამოუკიდებლობის დასაწყისში ჩვენ გავერთიანდით. ჩვენ, ასევე, ვახსენებთ ხოლმე, სლოვაკეთის მაგალითს, სადაც თავის ხელში მოსახლეობამ აიღო ამ პროცესის მართვა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ოპოზიციური პარტიები, უნდა გაერთიანდნენ, როგორც ეს იყო სლოვაკეთში და ერთობლივი ბრძოლა აწარმოონ”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.
თაგები:
რასა იუკნევიჩიენე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს