რასა იუკნევიჩიენე – ეს არის პირდაპირი აღიარება პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია

ავტორი
Front News საქართველო
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება.
“ეს არის პირდაპირი აღიარება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია. სავალალოა და ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნის სტატუსთან შეუთავსებელია”, – აცხადებს ევროპარლამენტარი.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “იმედის” ეთერში სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა: “წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ კიდევ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ”.





