Logo

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი

სამართალი
04.11.2023 / 11:11
Frontnews image description

შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ყაჩაღობისთვის ნასამართლევი 1976 წელს დაბადებული გ.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

 
დანაშაული თავისუფლების 3-დან 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

 
“სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 
ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები