
ავტორი
Front News საქართველო
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება აქტიურად მიმდინარეობს.
პროცესში აქტიურად არიან ჩართულები, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე, სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის მერი, კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
როგორც ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა აღნიშნა, ჰუმანიტარული დახმარების პროცესში მერიის სამსახურებთან ერთად მოსახლეობა, კერძო და სამოქალაქო სექტორი აქტიურად არის ჩართული.
“ონის მუციპალიტეტის მერიის სამსახურები და მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ხალხს. ჩვენს მიერ შეგროვებული იქნა ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც უახლოეს პერიოდში გაიგზავნება უკრაინაში ჩვენი მოძმე ერის დასახმარებლად“, – განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა სერგი ხიდეშელმა.
ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირებას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონი საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყოფს.
თაგები:
სერგო ხიდეშელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს