
ავტორი
Front News საქართველო
არ მგონია, შეწყალებას და კონკრეტულ შემთხვევას კავშირი ჰქონდეს ევროინტეგრაციასთან, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.
“არ მიფიქრია, რამდენად მოსალოდნელი იყო პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება. ადამიანი როცა პატიმარია, ამ დროს ერთადერთზე, რაზეც ვფიქრობ ხოლმე, არის ის, რომ მისი უფლებები იყოს დაცული. ეს არის ჩვენი საფიქრალი. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხოლმე პრეზიდენტი, რომ არ მოგატყუოთ, ამაზე არ ვფიქრობ. პრეზიდენტს პრესკონფერენციაზე არ დაუსახელებია არგუმენტი, თქვა, რომ არ ისაუბრებდა.
არაფერი ვიცოდი, სატელევიზიო არხით გავიგე. როგორც კი მოვიდა დადგენილება, მისი სისრულეში მოყვანა დავიწყეთ. ნებისმიერი პატიმარი როცა გადის პენიტენციური დაწესებულებიდან, ჩვენ ყოველთვის მოწადინებული ვართ, რესოციალიზაციის პროცესი სრულად ჰქონდეს გავლილი, დაუბრუნდეს საზოგადოებას და დაიწყოს ახალი ცხოვრება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
თაგები:
ნიკა გვარამია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს