რატი ბრეგაძე – არაფერია საშიში, მსგავსი ტიპის დანაშაული ხდება ყველა სახელმწიფოში


ავტორი
Front News საქართველო
მიმდინარეობს ყველა სახის ღონისძიება, არაფერია საშიში, მსგავსი ტიპის დანაშაული ხდება ყველა სახელმწიფოში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ავერსის“ კლინიკიდან გაქცეულ სამ პატიმართან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
“ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ შსს-სთან და, რა თქმა უნდა, ტარდება ყველა სახის ღონისძიება, რომ ეს ადამიანები იყვნენ დროულად დაკავებული და არ წარმოადგენდნენ საფრთხეს საზოგადოებისთვის. არაფერია საშიში. მსგავსი ტიპის დანაშაული ხდება ყველა სახელმწიფოში. თუმცა დგება შესაბამისი პასუხისმგებლობა იმ ადამიანების, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული. ასევე, თუ რომელიმე თანამშრომლის მხრიდან გამოიკვეთება სამართალდარღვევა, დადგება ამ თანამშრომლების პასუხისმგებლობა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრმა “ავერსის“ კლინიკიდან გაქცეულ პატიმრებს მოუწოდა, “დროულად ჩაბარდნენ სამართალდამცველებს”.
თაგები:
რატი ბრეგაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს