
ავტორი
Front News საქართველო
ის დათანხმდა და საკუთარი სურვილით მიიღო სხვადასხვა სახის ფაფები და ნატურალური წვენები და ღებულობს ახლაც, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილიზე საუბრისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ყველა სასიცოცხლო მაჩვენებელი ნორმაშია.
“რაც შეეხება სხვა საკვებ დანამატებს, აქვე უნდა გითხრათ, რომ ჩვენ მოგვმართა საქართველოს პარლამენტის წევრმა, სადეპუტატო კითხვით, რომელზეც ჩვენ ვალდებული ვიყავით, რომ გაგვეცა პასუხი. აქ იყო რამდენიმე შეკითხვა და ერთი შეკითხვა შეეხებოდა საკვებ პროდუქტებსაც. ადრე საუბარი იყო იმაზეც, რომ მიხეილ სააკაშვილმა შეიძინა თუ არა და ასევე, ბუნებრივია, გრძელდება თუ არა ამ პროდუქტების მიღება.
პასუხი იყო შემდეგი და პირველად ვამბობ ამას ეთერში, იმიტომ, რომ ამის შესახებ ჩვენ პარლამენტს უკვე ვუპასუხეთ, ეს ისედაც საჯარო გახდება. დიახ, მან თავიდან, შემოსვლისას, როდესაც მიიღო საბანკო ბარათი და ეს ძალიან სწრაფად მოხდა, ორ დღეში, თავიდან შეიძინა გარკვეული პროდუქტები, შემდგომში, როგორც იცით, მან განაცხადა უარი ამ საკვები პროდუქტების მიღებაზე და გავიდა გარკვეული პერიოდი და ის დათანხმდა და საკუთარი სურვილით მიიღო სხვადასხვა სახის ფაფები და ნატურალური წვენები და ღებულობს ახლაც. ასევე, ის აგრძელებს იმ მედიკამენტების მიღებას, რომელიც გამოუწერეს ექიმებმა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ს ეთერში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს