
ავტორი
Front News საქართველო
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
“ჩვენ არათუ ვგეგმავთ არამედ, გუშინ იუსტიციის სამინისტრომ უკვე გაასაჩივრა სახელმწიფო ინსპექტორის ადმინისტრაციული აქტი და ბუნებრივია ეს არის უკვე სასამართლოს განსახილველი საკითხი. ჩვენ იქ, რა თქმა უნდა, გვექნება ჩვენი პოზიცია, გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტები, თუ რატომ გავასაჩივრეთ სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნა”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ვიდეოების გავრცელების საქმის შესწავლის შემდეგ იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა, რაც, ჯამში, 2 500-ლარიან ჯარიმას გულისხმობს.
თაგები:
რატი ბრეგაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს