რატი ბრეგაძე – ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად გაუმჯობესებულია როგორც საპატიმრო პირობები, ისე პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურა


ავტორი
Front News საქართველო
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განაცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უმთავრესი გახდა ადამიანის ღირსება და მისი დაცვა. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებებში რადიკალურად შეცვლილი მდგომარეობა.
“ბათუმის ციხეში 2012 წლამდე ერთ საკანში, დაახლოებით 20კვ/მ სივრცეში 30-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. ამ ადამიანებს არ ეძინათ, იდგნენ ფეხზე და ხშირად თოკებზე იყვნენ ხელებით ჩამოკიდებული, რომ როგორმე დაძინება შესძლებოდათ. საკნებში, სადაც ადრე 30 ადამიანი იმყოფებოდა, დღეს მაქსიმუმ 4 მსჯავრდებულია,“- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა „ქართული ოცნების“ სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენაზე.
როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირებულია მსჯავრდებულთა რაოდენობა და გაუმჯობესებულია როგორც საპატიმრო პირობები, ისე პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურა.
“ჩვენ გვყავდა 30 ათასზე მეტი პატიმარი და მსოფლიოს მასშტაბით ვიყავით ყველაზე ნეგატიური რეიტინგების ლიდერები. დღეს გვყავს მხოლოდ 10 ათასამდე მსჯავრდებული და კიდევ ვამცირებთ პატიმრების რაოდენობას. მაქსიმალურად ეფექტიანად ვიყენებთ არასაპატიმრო სასჯელებს და ასევე ვცდილობთ, მაქსიმალურად ადეკვატური და ღირსეული პირობები შევუქმნათ იმ ადამიანებს, რომლებიც, სამწუხაროდ, საკუთარი ცხოვრებისეული შეცდომების გამო პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან” – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დიდი მიღწევაა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში არც ერთი სარჩელი არ არის გაგზავნილი, რომელიც საპატიმრო დაწესებულებებს ეხება.
თაგები:
რატი ბრეგაძე

რატი ბრეგაძე – როგორც ექიმები გვეუბნებიან, დაწესებულების ინფრასტრუქტურა არის სრულიად გამართული იმისათვის, რომ მიიღოს პაციენტი

“ინგა თოდრიას მიერ მომზადებული და აშშ-ის საელჩოს მიერ სასამართლო რეფორმის მიმართულებით წარდგენილი ნებისმიერი ინსტრუქცია ემსახურება სასამართლო სისტემის დესტაბილიზაციას”

რატი ბრეგაძე – როგორც კი რისკი იქნება გამორიცხული, პენიტენციური სამსახური შეძლებს მის გადაყვანას სასამართლო დარბაზში