
ავტორი
Front News საქართველო
“საკუთრების აღიარებული და უზრუნველყოფილი უფლება დამოუკიდებელი საქართველოს საბჭოთა საქართველოსაგან განმასხვავებელი ერთ-ერთი მთავარი ნიშანი და მრავალი ადამიანის შეუდრეკელი ბრძოლის შედეგია“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ.
მინისტრის თქმით, ქვეყანაში მიწის ნაკვეთების 1/3 საჭიროებს რეგისტრაციას, რაც ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა. იუსტიციის სამინისტრომ უკვე მოამზადა საკანონმდებლო ინიციატივა და მომავალი წლის იანვრიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყება.
“ჩვენ ვიწყებთ მიწის სისტემურ რეგისტრაციას და ეს საკითხი 2024 წლის ბოლომდე ერთხელ და სამუდამოდ სრულად მოწესრიგდება იმგვარად, რომ სანიმუშოდ იქნება უზრუნველყოფილი ამ ქვეყანაში მცხოვრები თითოეული ადამიანის საკუთრების უფლება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
თაგები:
რატი ბრეგაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს