
ავტორი
Front News საქართველო
პატიმრის გადაყვანის შეთანხმება არ ხდება ადვოკატებთან და ეს არ არის საჭირო გაწერილი პროცედურა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არ დაემოერჩილა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას.
“როდესაც ხდება პატიმრის გადაყვანა, ამის შეთანხმება არ ხდება ადვოკატებთან და ეს არ არის საჭირო გაწერილი პროცედურა. ადვოკატს შეუძლია მოინახულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, სამუშაო დღეეების განმავლობაში და იქ განსაზღვრულია საათებიც. ისე ნუ წარმოაჩენთ, თითქოს პენიტენციურმა სამსახურმა რაიმე ნორმა დაარღვია. ის გაწერილი იყო გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან, მივიდნენ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, გააცნეს მას ძალიან მშვიდად და მისაღებ ფორმებში ეს გადაწყვეტილება და ის არ დაემორჩილა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას. თქვენ საიდან გაქვთ ეს ინფორმაცია, რომ ძალადობროივად გადაყავდათ?”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ბრეგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ წნევის ცვალებადობა აღენიშნა, რის გამოც შეჩერდა გადაწყვეტილების აღსრულება.
მისივე თქმით, როდესაც პატიმარი არ ემორჩილება კანონიერ მოთხოვნებს, შესაძლებელია მის წინაღმდეგ გამოყენებული იქნეს იძულებითი ღონისძიებები.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს