
ავტორი
Front News საქართველო
მსჯავრდებული პატიმრის შემთხვევაში, ზოგადად პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა არ არის საფრთხე, როდესაც შესაბამისი სამედიცინო პირობები დადგება, სააკაშვილი გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ვივამედის“ სამედიცინო პერსონალთან რეგულარული კონტაქტი აქვთ და ყოველდღიურ რეჟიმში იგებენ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას.
“ზოგადად პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა არ არის საფრთხე, როდესაც ადამიანი არის მსჯავრდებული პატიმარი. შესაბამისი პირობები როდესაც დადგება, ის გადაყვანილი იქნება. ეს საფრთხე არ არის პატიმრის შემთხვევაში. ჩვენ გვაქვს რეგულარული კონტაქტი „ვივამედის“ სამედიცინო პერსონალთან. ბუნებრივია, ყოველდღიურ რეჟიმში ვიგებთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და როგორც მოგახსენეთ, როგორც კი იქნება შესაბამისი პირობები, ვგულისხმობ სამედიცინო პირობებს, რა თქმა უნდა, გადაყვანილი იქნება შესაბამის დაწესებულებაში ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმარი“, – განაცხადა ბრეგაძემ.
თაგები:
რატი ბრეგაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს