რატი ბრეგაძე – როგორც კი რისკი იქნება გამორიცხული, პენიტენციური სამსახური შეძლებს მის გადაყვანას სასამართლო დარბაზში


ავტორი
Front News საქართველო
როგორც კი რისკი იქნება გამორიცხული, პენიტენციური სამსახური შეძლებს მის გადაყვანას სასამართლო დარბაზში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიხეილ საკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრებასთან დაკაშირებით განაცხადა.
მისი თქმით, რისკი დაკავშირებული იყო ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხებთან.
“დაველოდებით ექიმების დასკვნას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უკვე ამ ერთი ფაქტორის გამორიცხვა გვაძლევს ჩვენ იმის საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყოს სასამართლო დარბაზში.
როგორც უკვე საზოგადოებისთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილმა შეწყვიტა შიმშილობა. ჩვენ, რა თქმა უნდა, დაველოდებით ექიმების დასკვნას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და უკვე ამ ერთი ფაქტორის გამორიცხვა გვაძლევს ჩვენ იმის საფუძველს, რომ მიხეილ სააკაშვილი შემდგომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი იყოს სასამართლო დარბაზში. და როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესაძლო რისკებზე – ეს იხილა საზოგადოებამაც, რომ მან დაკარგა გონი, აქვე იმაზეც უნდა ვისაუბროთ და აღვნიშნოთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის მაღალ პროფესიონალიზმს უნდა გავუსვათ ხაზი, იმიტომ, რომ ამ ეპიზოდიდან საკმაოდ მალე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე იყო სტაბილური”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში.


პენიტენციური სამსახური – სააკაშვილის წარმოდგენა სასამართლო სხდომის დარბაზში გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული

რატი ბრეგაძე – პენიტენციური სამსახური არის სამაგალითო უწყება ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით

რატი ბრეგაძე – ჩვენს პირდაპირ ინტერესშია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს კარგად და თუ ვინმე ზრუნავს მასზე, ერთ-ერთი პირველები ვართ ჩვენ