
ავტორი
Front News საქართველო
რუსთავის დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო, მოხდება მისი გადაყვანა გლდანის 18-ე დაწესებულებაში და არა გორის ჰოსპიტალში – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო, როგორ გაგრძელდება პროცესი.
“ამ შემთხვევაში და ზოგადად, ეს ყოველთვის ასეა, კონკრეტული მსჯავრდებულისთვის ან ბრალდებულისთვის. თუკი შესაძლებელია, რომ პრობლემა შეექმნას ჯანმრთელობას, ამ შემთხვევაში არსებობს გლდანის ნომერ 18-ე დაწესებულება, სადაც გადაგვყავს ხოლმე ჩვეულებრივად ყველა პატიმარი და ამ შემთხვევაში ისიც იქნება გადაყვანილი ნომერ 18-ე დაწესებულებაში, როგორც ეს იყო წინა შემთხვევაში და ნათლად იხილა საზოგადოებამ, რომ მას მიეწოდა ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება, მათ შორის, ნომერ მე-18 დაწესებულებაში და ეს არის სტანდარტი, რომელიც ვრცელდება პენიტენციურ სამსახურში ყველა პატიმართან მიმართებაში და ბუნებრივია, კანონის წინაშე გამონაკლისი არავინ არ არის“- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს