
ავტორი
Front News საქართველო
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.
“მრავალჯერ ვთხოვეთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავშეკავება.
პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ მცდარი საზოგადოებრივი წარმოდგენების შექმნის მცდელობა სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა.
სააკაშვილი არსად გაუყვანიათ, იგი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია.
ყალბი ინფორმაციით პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა პოლიტიკური მოროდიორობაა“, – წერს ბრეგაძე სოციალურ ქსელში.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსთავის ციხიდან სასწრაფო დახმარების მანქანა გამოვიდა, რომლთაც შესაძლოა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი საავადმყოფოში გადაჰყავდათ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს