
ავტორი
Front News საქართველო
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვის არსებით ეტაპზე გადადის. ამას შესახებ მან უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“როგორც მოგეხსენებათ, იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო სასამართლოებში. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ გელაშვილისა და გირგვლიანის საქმეებზე მიხეილ სააკაშვილის სარჩელთან დაკავშირებით დავაშიც ჩვენი უწყებაა ჩართული.
საქმე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ განხილვის არსებით ეტაპზე გადადის. საქართველოს არგუმენტები ძალიან მყარია. საბოლოო კომენტარების გაკეთება მხოლოდ ამ საქმის არსებითი განხილვის დასრულების შემდეგ შეგვეძლება“, – აცხადებს ბრეგაძე.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს