
ავტორი
Front News საქართველო
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის მიზნით სამსახაულის ექსპერტიზის ცენტრს მიმართავენ.
მისი თქმით, ალტერნატიული ექსპერტიზის შექმნის მიზანია, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ კითხვები არ დარჩეს.
“ვაპირებთ, უახლოეს დღეებში მივმართოთ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ცენტრს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდეს კომპლექსური ექსპერტიზა. როგორც მოგეხსენებათ, ეს ადამიანი უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფება კლინიკა “ვივამედში”. მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მუდმივ ზედამხედველობას ახორციელებს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი. როგორც იცით, ჯანმრთელობის მდგომარეობა წარმოადგენს საზოგადოების ინტერესს და ჩვენ გვინდა მივიღოთ დამატებითი ინფორმაცია, რომელიც იქნება ცალკე ექსპერტიზისგან, რომ არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარშემო“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა “ვივამედში” იმყოფება. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დაცვის მხარე ექსპრეზიდენტისათვის სასჯელის მოხდის გადავადების მიზნით, უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით სამედიცინო დასკვნის მომზადებაზე მუშაობს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს