Logo

რატი იონათამიშვილი - მათ პროვოკაციებს არავინ აჰყვება, ყველაფერს ექნება ძალიან ღირსეული და მკაცრი პასუხი

პოლიტიკა
212
Frontnews image description

ვიხილეთ გარედან დაფინანსებული ნაცტიტუშკების და ორკების გაუგონარი პროვოკაცია, მაგრამ ფაქტია, რომ მათ პროვოკაციებს არავინ აჰყვება, ყველაფერს ექნება ძალიან ღირსეული და მკაცრი პასუხი, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, მათ დაუკვეთეს სიძულვილი და მზად არიან ყველაფერი გააკეთონ.

"ჩვენ ვიხილეთ გარედან დაფინანსებული ნაცტიტუშკებისა და ორკების გაუგონარი პროვოკაცია და ეს არის სწორედაც უსამშობლო ადამიანების სახე. მათ დაუკვეთეს სიძულვილი. ისინი ამ სიძულვილის გამოფრქვევისთვის მზად არიან ყველაფერი გააკეთონ. მაგრამ ფაქტია, რომ მათ პროვოკაციებს არავინ აჰყვება, ყველაფერს ექნება ძალიან ღირსეული და მკაცრი პასუხი“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

Advertisement