Logo

რატი იონათამიშვილი - პარალიმპიელების ჯილდოები გაუთანაბრდა ოლიმპიელების ჯილდოებს, რის შემდეგაც საქართველომ მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა

პოლიტიკა
313
Frontnews image description

საქართველოსთვის პარალიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა არ ნიშნავს მხოლოდ პროფესიული და მაღალი მიღწევების სპორტის მხარდაჭერას, არამედ, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის ძლიერი მექანიზმი და ინვესტიცია უკეთესი ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობაში, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტზე (CESCR) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც საქართველოს მე-3 პერიოდული ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს.

"პარალიმპიური მოძრაობის ბიუჯეტი 2012 წელს 27,000 ლარი იყო, დღეს კი 4.7 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რასაც ასევე  ემატება ძლიერი სოციალური გარანტიები და ჯილდოები პარაათლეტებისთვის. აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, პარიზის 2024-ის წინ, პარალიმპიელების  ჯილდოები გაუთანაბრდა ოლიმპიელების ჯილდოებს, რის შემდეგაც საქართველომ მსოფლიოში მესამე ადგილი დაიკავა, მაგრამ  უსწრებს ევროკავშირის და NATO-ს წევრ ყველა სახელმწიფოს. 

ბოლოს, მსურს გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მივესალმო ქართველ პარასპორტსმენებს ზამთრის პარალიმპიური თამაშების წინ, რომელთა მიღწევები შთამაგონებელია და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც მათი, ასევე სხვების ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები