
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ყოფილი თანამდებობის პირების მიერ გავრცელებული განცხადება, ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი სატელიტების განცხადებაა.
“ხელმომწერთა სიას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ, ფაქტობრივად, ეს “ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი სატელიტების განცხადებაა. ალბათ, უკეთესი იქნებოდა, მათ განცხადებისთვის სათაურად დაერქვათ, რომ ეს არის მიშას ფანკლუბის განცხადება. ჩვენი საზოგადოებისთვის ასე უფრო გასაგები იქნებოდა. მსგავს განცხადებებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება გამიჭირდება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ყოფილი თანამდებობის პირებმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა გამოაქვეყნა.
თაგები:
რატი იონათამიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს