
ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიცია განადგურებულია, რაც სამწუხაროა. ქვეყანას დემოკრატიული ოპოზიცია სჭირდება, თუმცა მათი დამსახურებაა, რომ პოლიტიკურ ველზე აღარ შეიმჩნევიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
“ოპოზიცია ნამდვილად განადგურებულია, რაც, ერთი მხრივ, სამწუხაროა, რადგან ქვეყანას მაინც სჭირდება, რომ დემოკრატიული ოპოზიცია ჰყავდეს. მეორე მხრივ, ეს დამსახურებულია, რადგან რადიკალურმა ოპოზიციამ აირჩია, პოლიტიკურ სივრცეში ყოფილიყო არა ოპოზიცია, არამედ საკუთარი ქვეყნის მტერი. შესაბამისად, დამსახურებულია, რომ ისინი აღარ შეიმჩნევიან პოლიტიკურ ველზე.
კოლექტიური “ნაცმოძრაობა“ თავის ამომრჩეველსაც კი სწრაფი ტემპებით კარგავს და შესაძლებელია ვერც კი მივიდეს არჩევნებზე. ამ არჩევნებზე სამართლიანობა კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს და ჩვენი ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
თაგები:
რატი იონათამიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს