
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” დეპუტატის რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველომ თავის დროზე უკრაინისგან “ბუკი” შეიძინა და “დასამადლებელი არავისგან არაფერი გვჭირს”.
მისივე თქმით, ხელისუფლების გაცხადებული პოზიციაა, რომ რუსეთის მიერ წარმოებულ ამ ომში საქართველო უკრაინას შეიარაღებულ მხარდაჭერას არ აღმოუჩენს.
“საქართველო ახორციელებს ყველანაირ ჰუმანიტარულ დახმარებას, ვაგზავნით ტვირთს, გენერატორებს. ამ მხრივ ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ მხარედ საქართველო ამ ომში არ დაფიქსირდება. რაც შეეხება მეორე ნაწილს, 2008 წელს „ბუკი“ საქართველომ შეიძინა უკრაინისგან, ამაში ფულია გადახდილი და ცხადია, ჩვენ არავისგან არაფერი დასამადლებელი არ გვჭირს“,- განაცხადა იონათამიშვილმა.
თაგები:
რატი იონათამიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს