
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე საუბრობს და აცხადებს.
“ჩვენ ვუსმენთ ყველას, მაგრამ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ისე, როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის ან სახელმწიფოსთვის არის უკეთესი“, – აცხადებს იონათამიშვილი.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხს, იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ არაფორმალურად ის უკვე დასანქცირებულია და მსგავსი საკითხებით შანტაჟს აზრი არ აქვს, როდესაც ქვეყნის და ერის საქმეს ეხება
“რაც შეეხება სანქციების თემას – ერთის მხრივ ეს ხელოვნურია, მაგრამ მეორე მხრივ, ვიცით, რომ არაფორმალურად ბიძინა ივანიშვილი უკვე დასანქცირებულია და მას უკანონოდ აქვს შეზღუდული წვდომა ანგარიშებზე და არაერთ საერთაშორისო სასამართლოში დაამტკიცა თავისი სიმართლე. თუ ამ ადამიანს არ იცნობენ, ახლა მაინც გაიცნობენ, რომ მსგავსი საკითხებით შანტაჟს აზრი არ აქვს მისთვის, როდესაც ეს ქვეყნის და ერის საქმეს ეხება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
თაგები:
რატი იონათამიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს