
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი მთლიანად რადიკალური ოპოზიცია. ასე უპასუხა მან “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად შესაძლო დასახელებას.
“ეს პროცესები, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის სამართლიანი, იმ უსამშობლო, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების გამო, რითაც გამოირჩევა ზოგადად ეს ოპოზიციური სპექტრი. ვიცით, რომ ისინი ისედაც დაცლილები არიან ყოველგვარი ღირებულებებისგან.
ახლაც, არჩევნებამდე წელიწადზე მეტია, დარჩენილი, მაგრამ უკვე გამოხატავენ სრულ კაპიტულაციას“, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.
თაგები:
რატი იონათამიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს