
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჯიმ ობრაიენის მიერ სანქციების კონკრეტული პაკეტის წარდგენის საპასუხოდ, ქართული ოცნება “გამჭვირვალობის კანონთან” დაკავშირებით პოზიციას გადახედავს.
იონათამიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანი, ამიტომ დაუჯერებელია, რომ მან საქართველოს ინტერესების საზიანოდ, სანქციების თუ სხვა მუქარის საპასუხოდ უკან დაიხიოს და ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის.
“ბიძინა ივანიშვილს უდიდეს პატივს ვცემთ, ვინაიდან ის არის ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანი, ამიტომ დაუჯერებელი არის, რომ მან საქართველოს ინტერესების საზიანოდ, სანქციების თუ სხვა მუქარის საპასუხოდ უკან დაიხიოს. ეს არის ფაქტი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
თაგები:
რატი იონათამიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს