
ავტორი
Front News საქართველო
რადიკალური ოპოზიცია უკვე სასტიკად არის დამარცხებული, ვინაიდან გამჭვირვალეობას მათ დაუპირისპირეს დეზინფორმაცია – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დეზინფორმაციაზე მეტად რუსული არაფერია.
“რადიკალური ოპოზიცია უკვე სასტიკად არის დამარცხებული, ვინაიდან გამჭვირვალეობას მათ დაუპირისპირეს დეზინფორმაცია. დეზინფორმაციაზე მეტად რუსული არაფერი არ არის, შესაბამისად, ჩვენ გვყავს რუსული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ირჩევს დეზინფორმაციას და არა გამჭვირვალეობას. შესაბამისად, არავის აღარ უნდა გაუკვირდეს, თუ 2024-ის არჩევნები მათთვის ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
თაგები:
რატი იონათამიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს