
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” დეპუტატი რატი იონათამიშვილი აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებას გამოეხმაურა.
“ჩვენ ამ ადამიანის არაერთი განცხადება გვახსოვს, რომლის საფუძველზეც პირდაპირ მოუწოდებდა საქართველოს ომში ჩართვას, პირდაპირ გამოთქვამდა საყვედურებს, რომ საქართველოს შეიარაღებული ქმედებები არ აქვს განხორციელებული დღეს, იგივე აფხაზეთში თუ სამაჩაბლოში და ამით ფაქტობრივად ის მავნებლურ განცხადებებს აკეთებდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე.
ცხადია, ასეთი ადამიანების განცხადებას არანაირი ფასი არ აქვს ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს ადამიანები, ვინც ცდილობენ, რომ ასეთი ომის რიტორიკის და გლობალური ომის პარტიის წევრი გამოიყენონ სპიკერად, ვფიქრობ, მათი მხრიდან ძალიან დიდი შეცდომაა”, – განაცხადა იონათამიშვილი.
თაგები:
რატი იონათამიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს