
ავტორი
Front News საქართველო
რადიკალურ ოპოზიციაში შემავალი პარტიები არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებენ, რომ უკანონო დაფინანსების არხები და გზები მოიპოვონ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
“სახელებიც კი იდენტური აქვთ ამ პარტიებს და ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციებს. მსგავსი მიდგომებით ისინი ძირს უთხრიან სამოქალაქო საზოგადოების სექტორის ნდობას საზოგადოებაში. ცხადია, ეს არის მანიპულაცია და კანონის გვერდის ავლის გზით უცხოური დაფინანსების მოპოვება, რაც აკრძალულია ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
“რეგიონული განვითარებისა და ხელშეწყობის ცენტრი“ აუდიტის სამსახურს მიმართავს, დაიწყოს მოკვლევა პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით უკანონო შემოწირულებების მიღებასთან დაკავშირებით.
თაგები:
რატი იონათამიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს