
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, რუსეთიდან საქართველოში ფრენების აღდგენაზე სანქციის მოხსნა სერიოზული შეღავათი იქნება რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები მილიონამდე ჩვენი თანამემამულისთვის.
ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას განუცხადა.
“რაც შეეხება ფრენის საკითხებს, ჩვენმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ თავის დროზე იყო ერთგვარი სანქცია, რომელიც რუსეთის მხრიდან იყო საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული, თუ ამ სანქციის გამოყენებაზე უარს იტყვიან, ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მოქალაქეებისთვის იქნება უკეთესი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
თაგები:
რატი იონათამიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს