
ავტორი
Front News საქართველო
გავრცელებული ჩანაწერი დიდი ალბათობით, ნიკა მელიას შურისძიებაა მოწინააღმდეგე დაჯგუფების მიმართ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა.
“გავრცელებული ჩანაწერიდან, რომელიც, დიდი ალბათობით, ნიკა მელიას შურისძიება არის მოწინააღმდეგე დაჯგუფების მიმართ, ერთი მთავარი საკითხი ჩანს, რომ ეს უსამშობლო ადამიანები სულით ხორცამდე არიან აგენტები, მათ არ გააჩნიათ არანაირი ეროვნული ინტერესები და მხოლოდ და მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებისა და პარტნიორების ინტერესებით მოქმედებენ. მაგრამ ერთი რამ არის ძალიან კარგი, რომ ყველაფერ ამას თავად ამტკიცებენ და ასაჯაროვებენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ტელეკომპანია “რუსთავი 2“-მა გიული ალასანიას საუბრის აუდიოჩანაწერი გაავრცელა. მისი ინფორმაციით, აუდიომასალა სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებამდეა ჩაწერილი.
თაგები:
რატი იონათამიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს