
ავტორი
Front News საქართველო
ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა არის ყველაზე ამორალური დანაშაული, რაც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს. ამ დანაშაულზე კიდევ უფრო მეტად ამორალურია ის კომენტარები, რასაც ნაცმოძრაობის წევრები აკეთებენ ამ საქმეზე, – წერს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.
“ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა არის ყველაზე ამორალური დანაშაული, რაც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს. ამ ბრალდებით არის დაკავებული უ.ა. მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ.ი.-სთან ერთად. მაგრამ ამ დანაშაულზე კიდევ უფრო მეტად ამორალურია ის კომენტარები, რასაც ნაცმოძრაობის წევრები აკეთებენ ამ საქმეზე.
საქმის მიხედვით, ამოღებულია ასეულობით პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია (!), არსებობს უამრავი მასალა და მტკიცებულებები, საკონტაქტო მონაცემები ჰქონდათ განთავსებული სექსუალური მომსახურების ვებგვერდზე და ეს ამორალური ხალხი კიდე გამოდის და იმის ნაცვლად, რომ ეს უბინძურესი დანაშაული დაგმოს და გაემიჯნოს, მაინც გამოძიებას ესხმიან თავს და ბრალდებულებს ამართლებენ! ამ ხალხს, შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, იმ ასეულობით დაზარალებულ უარესს დამართებდნენ.
ცხადია, ყველა დეტალს გამოძიება და სასამართლო დაადგენს და არაფერი დაიმალება, მაგრამ ნაცმოძრაობა ისევ “კასრის სინდრომით” რომ მოქმედებს, ეს ცხადია. განსხვავება ის არის, რომ თუ ადრე სხვის საძინებლებში და სახლებში ამონტაჟებდნენ ფარულ კამერებს, ახლა საკუთარ სახლებში აკეთებენ იგივეს. ეს არის მათი ზნეც და სახეც და საერთოდ, რომელ ევროპაზე და ევროპულობაზე გველაპარაკებიან ეს ფსიქოლოგიური ტერორისტები?“, – წერს რატი იონათამიშვილი.
თაგები:
რატი იონათამიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს