
ავტორი
Front News საქართველო
“ძალადობა და ორმაგი სტანდარტი არის „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანული და „მორალური“ სახე!“ – ამ სიტყვებით ეხმაურება პარლამენტის წევრი რატი იონათამიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძისა და მისი შვილის ვიდეოს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
“ნებისმიერი ოპონირების დროს ოჯახი და განსაკუთრებით ბავშვები, ხელშეუხებელია! ეს არის მინიმალური, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სტანდარტი, რომლის დარღვევას არავის პატიობს საზოგადოება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის კონტროლირებად მედიასთან ერთად ჩათვალა, რომ ეს უმსგავსობა რაიმე სახის დივიდენდს მოუტანდა და მისი ტირაჟირება გადაწყვიტა.
ის ადამიანები კი, ვინც სულ ცოტა ხნის წინ, ვითომ შშმ პირთა უფლებებზე აღშფოთდნენ და მაინც, სულ „უნარშეზღუდულებს“ გვიწოდებდნენ, ახლა დუმან… თუმცა, ამ დუმილით სინამდვილეში, ორმაგ სტანდარტებს აწერენ ხელს“, – წერს რატი იონათამიშვილი.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Frati.ionatamishvili%2Fposts%2F10228544873676484&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”354″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
რატი იონათამიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს