
ავტორი
Front News საქართველო
მის მიმართ ძალიან დადებითი განწყობა მქონდა პირველივე დღეებიდან, მაგრამ სამწუხაროდ, ის იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან დაკავშირებით განაცხადა.
“ფაქტია, რომ ელექტრონულ არჩევნებს აქვს სანდოობისა და დაცულობის ყველაზე მაღალი გარანტია. ფაქტია, რომ ელექტრონული არჩევნების პროცესი ასრულებს ყოველგვარ მანიპულაციას ცდომილებების, კარუსელების დისბალანსებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ნებისმიერი, ვინც ქართულ საზოგადოებაში ელექტრონული არჩევნების დისკრედიტაციას ცდილობს, ვალდებულია ერთი ფაქტი მაინც დადოს, თუნდაც საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, რა მანიპულაციები შექმნა ელექტრონულმა არჩევნებმა და ამ მხრივ სად რა პრობლემები იყო. ვინაიდან ამ მხრივ ეს სისტემა ყველაზე გამართულია.
მე ჩვენს ქვეყანაში აშშ-ის არაერთ ელჩს ვიცნობდი პირადად. მათ შორის ზოგიერთთან შეიძლება დღესაც ვმეგობრობდე და ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია, მის (კელი დეგნანის) მიმართ ძალიან დადებითი განწყობა მქონდა პირველივე დღეებიდან, მაგრამ სამწუხაროდ, ის იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ”, – განაცხადა იონათამიშვილმა.
თაგები:
რატი იონათამიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს