
ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის რატი იონათამიშვილის თქმით, “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ შეფასებით, კანონი, რომელიც ეხება ფინანსურ გამჭვირვალობას არის რუსული კანონი, შესაბამისად, მათი საკანონმდებლო ინიციატივა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, არის რუსული კანონი.
“მათი შეფასებით კანონი, რომელიც ეხება ფინანსურ გამჭვირვალობას არის რუსული კანონი. შესაბამისად, ეს კანონი არის რუსული კანონი, ხაზს ვუსვამ, მათი შეფასებით რასაკვირველია, მათი ლოგიკით და არა ჩვენი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა “იმედთან”.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ პარლამენტში “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომლის მიზანია თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების სისტემის, როგორც მნიშვნელოვანი ანტიკორუფციული მექანიზმის გაძლიერება.ორგანიზაციის განცხადებით, საკანონმდებლო წინადადებით გათვალისწინებული ცვლილებების მიღება და მათი პრაქტიკაში ამოქმედება გააუმჯობესებს თანამდებობის პირთა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხს.
თაგები:
რატი იონათამიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს