
ავტორი
Front News საქართველო
როცა ფიზიკურად ვერაფერი უქნეს მამუკა მდინარაძეს და პირიქით, უკან მიიღეს მისგან შეტევა და სიმართლე, დავალება მისცეს (იაფად) შალვა ნათელაშვილს და ალაპარაკებენ, რომ მდინარაძე პოლიტიკური პატიმარი კი არ იყო, არამედ თითქოს ქრთამზე იჯდა ციხეში, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” დეპუტატი რატი იონათამიშვილი წერს.
“ნათელაშვილს არა, ნაცებს ვპასუხობ: მამუკა დაიჭირა თქვენმა ბელადმა პოლიტიკური მოტივით და ბრალად სამსახურეობრივი გულგრილობა წაუყენა (ქრთამის ბრალდება ფურცელზეც კი არ ქონია, უბრალოდ მოგონილი ამბავია). თუმცა, გულგრილობაშიც კი გამართლდა!
რაც შეეხება ირაკლი კობახიძის მამას, რომელზეც უკვე მერამდენჯერ იკადრეს სიბინძურე, ახლა უკვე ნათელაშვილის პირით:
ჯერ ერთი, ოჯახებს თავი დაანებეთ, ძალიან ზედმეტები მოგდით უკვე… და მეორე, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გამოკვეთილ ლიდერს და ამ ქვეყანაში ერთ-ერთ სამაგალითო კაცს ასე რომ ესხმით თავს, მისი შვილის პოლიტიკური დაზიანების მიზნით, ეს სიბნელეც არის და ბოროტებაც ერთდროულად!
თავი დაანებეთ ისეთ სიბინძურეებს, თქმაც რომ გიჭირთ და შალვას ალაპარაკებთ, თქვენთვის აჯობებს, დამიჯერეთ!..”, – წერს იონათამიშვილი.
თაგები:
რატი იონათამიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს