
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობა” არ არის პოლიტიკური პარტია, ეს არის ძალიან დაბალი დონის კრიმინალური სინდიკატი და მის წევრებს სინამდვილეში, ძალაუფლების იქით არანაირი ინტერესი არ აქვთ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებული დაპირისპირების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მელიასა და ხაბეიშვილს შორის დაპირისპირება ძალაუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის ნათელი მაგალითია.
”ნაციონალური მოძრაობა” არ არის პოლიტიკური პარტია, ეს არის ძალიან დაბალი დონის კრიმინალური სინდიკატი და მის წევრებს სინამდვილეში, ძალაუფლების იქით არანაირი ინტერესი არ აქვთ. დღეს ამ ძალაუფლებას, მხოლოდ ერთმანეთზე თუ განახორციელებენ – აი ეს დღის წესრიგი უდგათ და მოქმედებენ შესაბამისად”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
თაგები:
რატი იონათამიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს