
ავტორი
Front News საქართველო
მიხაილ პოდოლიაკის გადასაწყვეტი არასოდეს იქნება საქართველოს ევროინტეგრაცია, ისევე, როგორც ეს არ იყო „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტი, რომელიც ყველა მნიშვნელოვანი პროცესის წინ ცდილობდა, რომ საქართველოს პროგრესი და წინსვლა არ ჰქონოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან ამაზრზენია, როცა რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის წარმომადგენელი რუსეთის ინტერესების შემცველ განცხადებებს აკეთებს საქართველოს წინააღმდეგ.
“ამ მხრივ, ყველაზე საინტერესოა, რას იტყვის რადიკალური ოპოზიცია, შეუერთდება პოდოლიაკის ამ მოღალატეობრივ და სამარცხვინო განცხადებას, თუ გაემიჯნება, რადგან ვხედავთ, რომ ერთსა და იმავეს თუთიყუშებივით იმეორებენ. პოდოლიაკი ხელისუფლებაზე კი არა, საქართველოზე საუბრობდა, რომ ქვეყანა არ იმსახურებს სტატუსს. ძალიან ამაზრზენია, როცა რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის წარმომადგენელი რუსეთის ინტერესების შემცველ განცხადებებს აკეთებს საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა იონათამიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, “საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს, რომ გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი“.
თაგები:
რატი იონათამიშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს